სატელევიზიო სიახლეები
13 Feb
"Terminator Zero" გაუქმდა – Netflix-ის ანიმე სერიალი მხოლოდ ერთ სეზონს გაგრძელდა
Netflix-ის და Production IG-ის მიერ შექმნილი ანიმე სერიალი „ტერმინატორი ნული“, რომელიც 2024 წლის აგვისტოში გამოვიდა, გაუქმდა. მიუხედავად მაყურებლისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებებისა, შოუს საკმარისი რაოდენობის მაყურებელი არ ჰყავდა. სერიალის შოურანერმა მეთსონ ტომლინმა გაუქმება სოციალურ მედიაში დაადასტურა და განაცხადა, რომ სერიალი ძვირი და შრომატევადი იყო, რის გამოც, დაბალი ნახვების ფონზე, Netflix-ისთვის მისი გაგრძელება არ იყო გამართლებული. ტომლინს მზად ჰქონდა მეორე და მესამე სეზონების სცენარე