„კივილი 7“-მა არასასურველი რეკორდი დაამყარა: ის ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგული ფილმია
ფილმმა „კივილი 7“-მა, მიუხედავად ნივ კემპბელის დაბრუნებისა, კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა და Rotten Tomatoes-ზე 37%-იანი რეიტინგით ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგული ნამუშევარი გახდა. კრიტიკოსები მას „ფრენჩაიზის უარესს“ უწოდებენ.