კინოინდუსტრია
23 Feb
Sony-ს ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ ლინტონი: „ფილმი „ინტერვიუ“ ჩემი კარიერის უდიდესი შეცდომა იყო“
Sony Pictures Entertainment-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ლინტონი თავისი მომავალი მემუარების ამონარიდში აცხადებს, რომ სეთ როგენისა და ჯეიმს ფრანკოს ფილმის „ინტერვიუ“ გადაღება, რამაც 2014 წლის ცნობილი ჰაკერული თავდასხმა გამოიწვია, მისი კარიერის „უდიდესი შეცდომა“ იყო. ის ამ გადაწყვეტილებას ჰოლივუდში „კუთვნილების სურვილსა“ და „ცუდი ბიჭების ბანდაში“ გაერთიანების სურვილს უკავშირებს.