გამოქვეყნდა ოსკარ ბოისონის ინდი კომედიის „ჩვენი გმირი, ბალთაზარი“ თიზერი
გამოქვეყნდა ინდი ბნელი კომედიის „ჩვენი გმირი, ბალთაზარი“ თიზერი. ფილმი რეჟისორ ოსკარ ბოისონის სრულმეტრაჟიანი დებიუტია, რომლის პრემიერაც 2025 წლის „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე შედგა. მასში მოთხრობილია მდიდარი ნიუ-იორკელი მოზარდის ისტორია, რომელიც აქტივისტი გოგონას მოსახიბლად ტეხასში მიემგზავრება, რათა თავიდან აიცილოს ძალადობის აქტი. ფილმში მთავარ როლს ასა ბატერფილდი ასრულებს.