ტეილორ შერიდანი კოვბოებს დროებით ემშვიდობება - გამოსცემს ციხის გადარჩენის სახელმძღვანელოს
„Yellowstone“-ის შემქმნელი ტეილორ შერიდანი, რომელიც ცნობილია ვესტერნებითა და კრიმინალური თრილერებით, კოვბოებს დროებით ემშვიდობება და თავის პირველ წიგნს, „როგორ არ მოკვდე ციხეში“ (How to Not Die in Prison) გამოსცემს. ეს არის ბნელი იუმორის მქონე, რეალისტური გადარჩენის სახელმძღვანელო მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში ცხოვრებისთვის, რომელსაც შერიდანი ყოფილ მსჯავრდებულ ტომ ნელსონთან ერთად წერს. წიგნის გამოსვლა 2026 წლის 23 ივნისს იგეგმება.