ტექნოლოგია
20 Feb
სკანდალი AI სამიტზე: უნივერსიტეტმა ჩინური რობოტი ძაღლი საკუთარ შემოქმედებად წარმოაჩინა
AI Impact Summit-ზე გალგოტიას უნივერსიტეტი ჩინური წარმოების კომერციული რობოტი ძაღლის საკუთარ ქმნილებად წარმოდგენაში ამხილეს. ინციდენტის შემდეგ უნივერსიტეტის პავილიონი დახურეს და მათ სამიტის დატოვება მოსთხოვეს. უნივერსიტეტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთ პროფესორს, ნეჰა სინგს დააკისრა, თუმცა თავად პროფესორიც ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ არასწორად გაიგეს მისი ნათქვამი.