ანა დე არმასი და ჯენიფერ კონელი Apple-ის ჯაშუშურ თრილერში „Safe Houses“?
Deadline-ის ცნობით, ანა დე არმასი და ჯენიფერ კონელი Apple-ისთვის განკუთვნილ ჯაშუშურ თრილერ სერიალ „Safe Houses“-ში მთავარ როლებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სერიალის შექმნაზე პასუხისმგებელია გედეონ რაფი, ხოლო სიუჟეტი CIA-ის მაღალჩინოსნის მკვლელობის გამოძიებას ეხება, რომელსაც ორი ქალი სხვადასხვა მხრიდან იკვლევს.