კინო
17 Feb
Tristan Forever: სევდა და მიკუთვნებულობის ძიება მსოფლიოს მიყრუებულ კუნძულზე
ტობიას ნიოლესა და ლორან ბონარდოსის „დოკუფიქცია“ „Tristan Forever“ მოგვითხრობს პარიზელი ექიმის ეგზისტენციალურ მოგზაურობაზე, რომელიც გადაწყვეტს სამუდამოდ გადავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიყრუებულ კუნძულ ტრისტან და კუნიაზე. ფილმი იკვლევს მიკუთვნებულობის, მარტოობისა და ახალი მიზნის ძიების საკითხებს, როდესაც გმირი ცდილობს მოერგოს კუნძულის მკაცრ ცხოვრებას და გაუმკლავდეს საკუთარ წარსულს. ფილმის პრემიერა 2026 წლის ბერლინალეზე შედგა.