კინო
27 Feb
Disney „შურისმაძიებლები: განკითხვის დღეს“ 2026 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად მიიჩნევს
Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ფილმი, „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ (Avengers: Doomsday), სტუდიის მხრიდან დიდ იმედებს ბადებს. მიუხედავად სუპერგმირული დაღლილობისა და MCU-ის ბოლო წარუმატებლობებისა, Disney დარწმუნებულია, რომ ახალი „შურისმაძიებლები“ 2026 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდება. Variety-ის ცნობით, სტუდიის ხელმძღვანელები ნანახით კმაყოფილები არიან და კონკურენტი სტუდიებიც კი მას წლის ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ.