„მინერვა ფიქჩერზი“ ფედერიკო ძამპალიონეს ახალ ჰორორ ფილმ „უსახელო ბალადა“-ზე იმუშავებს
იტალიური კინოკომპანია „მინერვა ფიქჩერზი“ რეჟისორ ფედერიკო ძამპალიონეს ახალ ჰორორ ფილმ „უსახელო ბალადა“-ზე იმუშავებს. ეს არის ძამპალიონეს წარმატებული ფილმის, „ჭა“-ს გაგრძელება, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა. ფილმში მთავარ როლს ჯეიმი უორდი ასრულებს, რომელიც განასახიერებს მუსიკოს სემ გალოს – ის შთაგონების საძიებლად იტალიურ ვილაში აფარებს თავს, თუმცა თავშესაფარი მალევე ფსიქოლოგიურ ხაფანგად იქცევა.