გილერმო დელ ტოროს „ფრანკენშტეინი“: როგორ შეიქმნა წლის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ფილმი
კოსტიუმების დიზაინერმა ქეით ჰოულიმ, დამდგმელმა მხატვარმა თამარა დევერელმა და გრიმის დიზაინერმა მაიკ ჰილმა ისაუბრეს გილერმო დელ ტოროს „ფრანკენშტეინის“ შექმნაზე, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია Netflix-ზე. მათ დეტალურად აღწერეს მუშაობა რეჟისორის ბავშვობის ოცნების პროექტზე, თუ როგორ შექმნეს მერი შელის კლასიკური რომანის თანამედროვე, ფერადი და უნიკალური ადაპტაცია, რომელიც როგორც ნაცნობი, ისე სრულიად ახალია.