Netflix-ის დოკუმენტური სერიალი „მერდოკების დინასტია“ - ოჯახური ბრძოლა იმპერიისთვის
Netflix-მა გამოაქვეყნა ტრეილერი და გამოსვლის თარიღი ახალი ოთხნაწილიანი დოკუმენტური სერიალისთვის „დინასტია: მერდოკები“. სერიალი ეძღვნება მედია მაგნატ რუპერტ მერდოკის აღზევებას და მისი მემკვიდრის პოვნისთვის გაჩაღებულ ოჯახურ დრამას, რომელიც HBO-ს ჰიტ „მემკვიდრეობას“ მოგვაგონებს.