ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი „მუმიას“ ფრენჩაიზში ბრუნდებიან: რეჟისორები პირველი ფილმის ენერგიას და ახალ რისკებს გვპირდებიან
მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ, „მუმიას“ ფანები ფრენჩაიზის მორიგ ნაწილს ეღირსებიან, რომელშიც ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი ბრუნდებიან. Radio Silence-ის რეჟისორები, მეთ ბეტინელი-ოლპინი და ტაილერ გილეტი, აცხადებენ, რომ ახალი ფილმი პირველი ნაწილის ენერგიას შეინარჩუნებს, თუმცა ამავდროულად, „ნამდვილ რისკებზეც წავა“ და სიუჟეტს თანამედროვეობას მოარგებს. ფილმის პრემიერა 2028 წლის 19 მაისისთვის არის დაგეგმილი.