კინო
11 Feb
ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი „მუმიას“ ახალ ნაწილში ბრუნდებიან; რეჟისორები Radio Silence იქნებიან
ოსკაროსანი მსახიობები ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი „მუმიას“ ფრენჩაიზის მომავალ ნაწილში რიკისა და ეველინ ო’კონელების როლებს დაუბრუნდებიან. Universal Pictures-ის ცნობით, ფილმის რეჟისორები Radio Silence-ის წევრები მეტ ბეტინელი-ოლპინი და ტაილერ ჯილეტი იქნებიან. ფილმის ფართო გაქირავებაში გამოსვლა 2028 წლის 19 მაისს არის დაგეგმილი.