გასართობი
27 Feb
დართ მოლი Disney+-ზე ბრუნდება: ყველაფერი ახალი ანიმაციური სერიალის „ჩრდილების მბრძანებლის“ შესახებ
„ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი საკულტო ბოროტმოქმედი, დართ მოლი, ახალ ანიმაციურ სერიალში „ვარსკვლავური ომები: მოლი – ჩრდილების მბრძანებელი“ ბრუნდება. სერიალის პრემიერა Disney+-ზე აპრილში შედგება, მოქმედება კი „კლონების ომების“ შემდგომ და „ამბოხებულების“ წინა პერიოდში ვითარდება. სემ უიტვერი კვლავ ახმოვანებს პერსონაჟს, ხოლო ვაგნერ მოურა ახალ როლში გამოჩნდება. ასევე დაანონსდა მომავალი „ვარსკვლავური ომების“ ფილმები, მათ შორის „მანდალორელი და გროგუ“ და „ვარსკვლავური მებრძოლი“.