კინო
15 Feb
„ჰაილენდერის“ რიმეიკის გადაღებები: ჰენრი კავილი სისხლით მოსვრილი ლონდონში
„ჰაილენდერის“ (Highlander) რიმეიქის გადაღებები ლონდონში აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ფოტოებიდან ჩანს ჰენრი კავილი, უკვდავი მეომრის, კონორ მაკლეოდის როლში, სისხლით მოსვრილი, რაც, სავარაუდოდ, ბოროტმოქმედ ქურგანთან (დეივ ბაუტისტა) გამართული ბრძოლის შედეგია. ფილმში ასევე მონაწილეობენ რასელ ქროუ და მარისა აბელა, რეჟისორი კი ჩად სტაჰელსკია.