კინო
09 Feb
კონტრაქტის დარღვევა: გრინვუდი და ანდერსონი „მელანიას“ დოკუმენტური ფილმიდან მუსიკის ამოღებას ითხოვენ
რეჟისორი პოლ თომას ანდერსონი და კომპოზიტორი ჯონი გრინვუდი ითხოვენ, რომ მათი ოსკარზე ნომინირებული დრამა „ფანტომური ძაფიდან“ მუსიკა რეჟისორ ბრეტ რატნერის დოკუმენტური ფილმიდან „მელანია“ ამოღებულ იქნას. მიზეზი Universal-ის მხრიდან ჯონის კონსულტაციის არარსებობაა მესამე მხარის მიერ მუსიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც მისი კომპოზიტორის ხელშეკრულების დარღვევაა. დოკუმენტურმა ფილმმა „მელანია“ კრიტიკოსებისგან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მიიღო.