პომ კლემენტიეფი მეგობარს ეძებს თრილერში Mi Amor – ნახეთ ტრეილერი
საფრანგეთში კომპანია Le Pacte-მა გამოაქვეყნა ფრანგი რეჟისორის, გიომ ნიკლუს ახალი ინდი თრილერის, Mi Amor-ის პირველი ტრეილერი. ფილმში პომ კლემენტიეფი განასახიერებს რომის – ფრანგ დიჯეის, რომელიც კანარის კუნძულებზე მოგზაურობს, სანამ მისი მეგობარი უკვალოდ გაქრება. მეგობრის ძებნა მას იდუმალ უცნობთან და ეგზოტიკური ცხოველების თავშესაფრის ბოროტმოქმედ მფლობელებთან მიიყვანს. ფილმის პრემიერა 2026 წლის როტერდამის კინოფესტივალზე შედგა.